ცაგარელის 57-ში მდებარე 10 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი ტრავერტინით და მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟებით, ხოლო მშენებლობისას გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები, რაც ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადას და დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს.